მობილობის საერთაშორისო სიმპოზიუმი

ტრანსდისციპლინარული დისკუსია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიურ მნიშვნელობაზე

ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და კვლევების ხელმძღვანელი გიორგი კანკია დაესწრო ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტრანსდისციპლინარულ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს #PUTSPACE, რომელიც 27-31 ოქტომბერს გაიმართა გერმანიაში, ქალაქ გორლიცში. სიმპოზიუმის მთავარი თემა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც საჯარო სივრცის გააზრება. ამავდროულად, მონაწილეები სხვადასხვა, ექსპერიმენტიული მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით ცდილობდნენ ახლებურად გაეანალიზებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სიმპოზიუმის დასკვნით დღეს, გიორგიმ, ინსტიტუტის მკვლევართან, დოქტორ ლელა რეხვიაშვილთან ერთად ისაუბრა თბილისში უბრანული მობილობის პოლიტიკის ცვლილებასა და საზოგადოებრივ დისკურსზე. პანდემიის პირობებში შეზღუდული გადაადგილების შედეგად მოწყვლადი ჯგუფების წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრისას, აუდიტორიას გავუზიარეთ Z.axis მიერ მომზადებული რამდენიმე ვიზუალიზაცია, რომლებიც მიუთითებს სოციო-ეკონომიკურ და სივრცით უთანასწორობაზე ურბანული მობილობის ჭრილში.