საქართველოს მოსახლეობის გეოგრაფია

5 ვიზუალი სივრცეში ქართველების არათანაბარი გადანაწილების შესახებ

2 წუთის საკითხავი


საქსტატის მიერ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 5 ვიზუალს. ამ ფორმით, ვცდილობ ავხსნა როგორ და რა ფორმით არის ქვეყნის 3.7 მლნ მოსახლე სივრცეში გადანაწილებული (ნაწილობრივ, აფხაზეთის ა.რ. და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით).

1. პირველ რიგში, გეოგრაფიული საკითხია

ილუსტრაცია 1. მოსახლეობის რაოდენობა 1 კვ.კმ ბადეზე

დასავლეთ საქართველოს განსახლების სისტემა სივრცეში მეტად გაშლილია და ქმნის ერთიანი ორგანიზმის შთაბეჭდილებას, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები მეჩხრადაა დასახლებული და მხოლოდ რამდენიმე, მაღალი კონცენტრაციის მქონე ცენტრი გვხვდება. ალაზნის ველის განსახლების ღერძი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლასტერია სოფლის მეურნეობაში.

2. შევხედოთ გვერდიდან

ილუსტრაცია 2. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ ბადეზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით

1994–2018 წლებში ქვეყნის მოსახლეობა 1.2 მლნ-ით შემცირდა. ამოყირავებული ვიზუალი სიმბოლურად მოსახლეობის შემცირების ტენდენციას გამოსახავს.

3. კონცენტრაცია და აგლომერაცია

ილუსტრაცია 3. მოსახლეობის მიხედვით სამი უდიდესი ქალაქი საქართველოში 

მოსახლეობის სიდიდით მეორე ქალაქი, დედაქალაქზე თითქმის 10-ჯერ მცირე ზომისაა. მოსახლეობის თბილისში კონცენტრაციის ასეთი მაღალი დონე სოციო-ეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული.

4. არის კი ზომა მნიშვნელოვანი?

ილუსტრაცია 4. ორი ყველაზე დიდი რეგიონი – კოლხეთის დაბლობი და თბილისი

მიუხედავად იმისა, რომ ყვითელ რგოლში მოქცეული ტერიტორიის ფართობი (რა თქმა უნდა, შავი ზღვის გარდა) 10-ჯერ აღემატება წითელ რგოლში არსებული ტერიტორიის ფართობს, იქ მაინც თითქმის 100 000-ით ნაკლები მოსახლეა.

5. …და წონასწორობა?

ილუსტრაცია 5. მოსახლეობა რეგიონების მიხედვით, გამოსახული ქოროქრომატული მეთოდით

ეს ვიზუალი თავად ამბობს სათქმელს. რეგიონების ზომები შეცვლილია მოსახლეობის ზომის პროპორციულად.


ავტორი

გიორგი კანკია

GIS & Python, ურბანული ქსელები, ინფრასტრუქტურა და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება


მოგწონს რასაც ვაკეთებთ?

გამოხატე მხარდაჭერა

გარეკანზე გამოყენებული ფოტო: freepik

მასალის გამოყენების შემთხვევაში, იხელმძღვანელეთ ციტირების წესების მიხედვით

4