საბჭოთა საქართველო 3D

საბჭოთა საქართველოს ტოპოგრაფიული რუკა
რატომ საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკა?

გამოირჩევა თავისი უნიკალური სტილით. სივრცის რეპრეზენტაციის ეს ინსტრუმენტი კარტოგრაფიული ელემენტებითა და სიმბოლოგიებით კარგად გამოკვეთს ერთმანეთისგან ბუნებრივ და განაშენიანებულ გარემოს.

რუკის შესახებ

ეს რუკები დღემდე წარმატებით გამოიყენება ქვეყნის მასშტაბით სივრცითი დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის თუ სხვადასხვა ტიპის კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. მისი სამგანზომილებიანი, ინტერაქტიული ვერსიის შექმნა ემსახურება ამ რუკების მიერ გაწეული წვლილის კიდევ ერთხელ ხაზგასმას. თანამედროვე გეოსაინფორმაციო სისტემები, გვაძლევს საშუალებას გავცდეთ ვიწროპროფესიულ წრეს და ფართო საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა გამოიყენოს სივრცითი მონაცემების ვიზუალიზაციის ეს მეტად მოხერხებული, მიმზიდველი და ეფექტური საკომუნიკაციო ხელსაწყო. 

როგორ შეიქმნა რუკა?
  • რუკა აწყობილია Mapbox პლატფორმაზე. აქვე ინტეგრირებულია რელიეფის ციფრული მოდელი, რომელიც აძლევს მას 3D ეფექტს.
  • ტოპოგრაფიად გამოყენებულია 1988-90 წლებში შექმნილი 1:1 000 000 მასშტაბის რუკა.
  • სათაურში გამოყენებული ფონტი AGorda.

ინტერაქტიული ვერსია ინტერაქტიული ვერსია