ვაქცინაცია და ტრანსპორტი

მონაცემების ვიზუალიზაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშესაწყობად
პროექტის შესახებ
ასახავს არსებული ვაქცინაციის ცენტრებსა და მათთან მისასვლელი ავტობუსების მარშრუტებს.

2021 წლის აგვისტოში, პანდემიასთან ბრძოლის მოტივით, საკოორდინაციო საბჭომ მესამედ მიიღო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხანგრძლივად (თვეზე მეტი) შეჩერების შესახებ. ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუქმებით ხელი შეეშალა მოწყვლადი ჯგუფების წვდომას ჯანდაცვის ამ მომსახურებაზე. ქალაქის მმართველობამ, მხოლოდ ტრანსპორტის გაუქმებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღო ვაქცინაციის ცენტრებამდე ალტერნატიული სატრანსპორტო მომსახურების დანიშვნის გადაწყვეტილება. მოსახლეობის უმეტესობა ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა სრულად ინფორმირებული ავტობუსების მარშრუტებისა და განრიგების შესახებ.

ჩვენ მიერ შექმნილი პლატფორმა თბილისში არსებული ვაქცინაციის ცენტრებსა და მათთან მისასვლელი ავტობუსების მარშრუტებს ასახავს. ამ ფორმით, ვცდილობთ შევავსოთ ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ვაქცინაციის ცენტრების ხელმისაწვდომობის შესახებ შეიქმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის პირობებში.

პლატფორმის შესაქმნელად გამოყენებული მონაცემები და კოდი განთავსებულია ჩვენს გითჰაბ გვერდზე.

ინტერაქტიული რუკა იხილეთ ქვემოთ. სრულ ეკრანზე სანახავად, ეწვიეთ ამ ბმულს.

* შენიშვნა:

ოპტიმალურად მუშაობს მხოლოდ ვებ-ბრაუზერის გამოყენებით. რუკაზე მოცემული ინფორმაცია ასახავს 2021 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობას.