Screenshot 2022-03-10 at 23.08.09

თბილისის ევოლუცია

ურბანული ზრდის ციფრული მოდელი

3D მოდელი 3D მოდელი

GitHub გვერდი GitHub გვერდი


ეს ინტერაქტიული რუკა მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და მოიაზრება “თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე” კვლევითი პროექტის ნაწილად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტის ფარგლებში.

რუკის მთავარ მიზანს წარმოადგენს თბილისის სივრცითი და სოციო-ფუნქციური ზრდის დოკუმენტირება. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც ერთ-ერთი კვლევითი ინსტრუმენტი ქალაქგანვითარების, არქიტექტურის თუ სოციალური გეოგრაფიის მიმართულებით და სხვა მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლების მიერ. ამასთანავე, ეს ინტერაქტიული პროექტი დაეხმარება თბილისის ისტორიული განვითარებით დაინტერესებულ პირებს მარტივად დააკვირდნენ ქალაქის სივრცე-დროით ევოლუციას რუკის შედარებითი ფუნქციის მეშვეობით.

რუკა აწყობილია Mapbox პლატფორმის გამოყენებით და იძლევა 1980-იანი წლებისა და დღევანდელი თბილისის ფიზიკური განაშენიანების შედარების საშუალებას.


პროექტი განხორციელდა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით