წყალტუბოს გენგეგმა

სივრცითი ანალიზი და ვიზუალიზაცია ქალაქგეგმარებით პროექტში
პერიოდი
2021
ჩვენი როლი
მობილობა; სივრცითი ანალიზი & ვიზუალიზაცია
დამკვეთი
სტატუსი
დასრულებული
პროექტის შესახებ
წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, წყალტუბოს განვითარების გენერალურ გეგმაზე საერთაშორისო ტრანსდისციპლინარული ჯგუფი მუშაობდა. გუნდს იტალიელი არქიტექტორი და გენერალური გეგმარების ექსპერტი, მარკო არდიელი ხელმძღვანელობდა (Ardielli Fornasa Associati). ქალაქგეგმარებით ნაწილზე კომპანია „ბაუ დიზაინმა“ (BAU design) იმუშავა. პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი Cushman & Wakefield საერთაშორისო გუნდმა შეაფასა. საპროექტო ჯგუფი ასევე მოიცავდა კულტურის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის ექსპერტებს.

Z.axis პროექტში კვლევის ეტაპზე მონაწილეობდა. ჩვენს მთავარ როლს სივცრითი ანალიზი და მობილობის სისტემის არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება წარმოადგენდა. ჩვენ მიერ მომზადებული ანალიზი და ვიზუალური მასალის ნაწილი ქვემოთაა მოცემული.