top of page
transparent-mountains.png

გსურს ჩვენთან თანამშრომლობა?

© 2019-2024 - ყველა უფლება დაცულია

დიდთოვლობა გურიაში

Writer's picture: Z.axisZ.axis

საგანგებო სიტუაციის ანალიზი ევროკავშირის დახმარებით


 

გურიის რეგიონში, დიდთოვლობით გამოწვეული მატერიალური ზიანის შესაფასებლად და სამომავლო ღონისძიებების დასაგეგმად, ღიად ხელმისაწვდომი, მაღალი გარჩევადობის და სანდო მონაცემთა წყარო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ევროკავშირის დედამიწაზე დაკვირვების პროგრამა Copernicus მართავს საგანგებო სიტუაციების სწრაფი ანალიზის პროექტს - Rapid Mapping, რომელიც, უფასოდ უზრუნველყოფს თითქმის რეალურ დროში (near real-time) მომზადებულ, მაღალი გარჩევადობის სატელიტურ ფოტოებს და მატერიალური ზიანის პირველად ანალიზს.
ამ მიზნით, 26 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით, მივმართეთ "კოპერნიკუსის" გუნდს.
მონაცემების დამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა დღეს უკვე გამოქვეყნდა მონიშნული ექვსი არეალიდან, ოთხი ზონის პირველადი ანალიზი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას:
  1. სატელიტურ ფოტოებს;
  2. დაზიანებულ შენობებს;
  3. დაზიანებულ და ჩახერგილ გზებს.

მარცხენა ზედა მხრიდან: 1 - სოფელი შრომა და მიმდებარე არეალები; 2 - სოფელი მამათი და მიმდებარე არეალები; 3; ქალაქი ოზურგეთი; 4 - ქალაქი ლანჩხუთი


ზემოთ მოცემულ ფოტოებზე აღბეჭდილია ოთხი არეალი. მათი ნაწილობრივი ანალიზი უკვე ხელმისაწვდომია პროექტის გვერდზე, როგორც ნედლი მონაცემების, ასევე ინტერაქტიული და ამოსაბეჭდად გამზადებული რუკების სახით.
გურიის დიდთოვლობის შესახებ სიტუაციური ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

მეთოდოლოგია
ექვსი არეალი მოინიშნა moxalise.ge პლატფორმაზე განთავსებული შემთხვევების სიხშირის მიხედვით.

 

მონაცემების მოპოვებასა და "კოპერნიკუსის" პროექტთან თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას.


transparent-mountains.png

გსურს ჩვენთან თანამშრომლობა?

bottom of page