top of page
transparent-mountains.png

გსურს ჩვენთან თანამშრომლობა?

© 2019-2024 - ყველა უფლება დაცულია

ერაზმუს+ პროგრამა

Writer's picture: ლიკა ჟვანიალიკა ჟვანია

საქართველოს განათლებისთვის


 

საერთაშორისო საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. ეს პროგრამები მათ საშუალებას აძლებს განავრცონ და მიიღონ ახალი ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში სწავლის, კვლევის ან მუშაობის გზით.
მოცემული ანალიზის საგანია ერაზმუს+ პროგრამის მიმოხილვა და საქართველოს კონტექსტისთვის რელევანტური სტატისტიკის ანალიზი და ვიზუალიზაცია.

რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა


დღეისთვის, საქართველოში მოქმედებს სხვადასხვა საერთაშორისო გრანტი და სტიპენდიის პროგრამა, რომელიც აფინანსებს საზღვარგარეთ სწავლას ან/და სტაჟირებას საქართველოს მოქალაქეებისთვის.
   • ფულბრაიტის პროგრამა | Fulbright: აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს და მკვლევრებს ისწავლონ აშშ-ში.
   • ერაზმუს+ | Erasmus+: ევროკავშირის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების გაცვლას ევროპულ უნივერსიტეტებს შორის.
   • DAAD-ის სტიპენდიები | DAAD: გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მიერ შეთავაზებული სტიპენდიები გერმანიაში სწავლისთვის.
   • ჩივნინგის სტიპენდიები | Chevening: ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამა მაგისტრატურის სტუდენტებისთვის გაერთიანებულ სამეფოში სწავლისთვის.
   • შვედური ინსტიტუტის სტიპენდიები | SI Scholarship for Global Professionals: სამაგისტრო სტიპენდიები შვედეთში.
   • ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიები | Visegrad Scholarship Program: ცენტრალური ევროპის ქვეყნებში სწავლისთვის.
   • ჟან მონეს სტიპენდიები | Jean Monnet Actions: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია ევროპული ინტეგრაციის სწავლებაზე.
ასევე, არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო პერიოდულად აცხადებს კონკურსებს სხვადასხვა ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად.

მოკლედ ერაზმუსის შესახებ


როგორც ევროპული პროგრამა, ერაზმუსი 1987 წელს დაარსდა, სტუდენტების გაცვლის გზით უმაღლეს განათლებაში ინტერნაციონალიზაციის მიზნით.
წლების განმავლობაში პროგრამა ფართოვდებოდა და მოიცავდა სხვადასხვა საგანმანათლებლოს ინიციატივებს, თუმცა 2014 წელს მოხდა პროგრამის მნიშვნელოვანი რეფორმა და გაფართოება - შეიქმნა ერაზმუს+ პროგრამა, რომელმაც გააერთიანა შვიდი არსებული ევროკავშირის პროგრამა განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში.
2021 წელს დაიწყო ერაზმუს+ პროგრამის ახალი ფაზა (2021-2027), რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა ახალი პრიორიტეტები, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადი განვითარება.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ერაზმუსის კონცეფცია 1987 წლიდან არსებობს, თანამედროვე ერაზმუს+ პროგრამა, იმ ფორმით, როგორც ჩვენ ვიცნობთ, ოფიციალურად 2014 წელს დაარსდა. მას შემდეგ, ის განაგრძობს განვითარებასა და ადაპტაციას თანამედროვე საჭიროებებთან.

ერაზმუს+ ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები. დააკლიკეთ სურათის გასადიდებლად.


დღეისათვის, ერაზმუს+ არის ევროკავშირის მასშტაბური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროების მხარდაჭერას. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ევროპულ და საერთაშორისო მობილობას, თანამშრომლობას და პოლიტიკის რეფორმებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, მასწავლებლებს, მკვლევრებს, და ახალგაზრდა პროფესიონალებს.
პროგრამის ფარგლებში არსებობს მობილობის სხვადასხვა ტიპები, მათ შორის:
   • სასწავლო მობილობა (სტუდენტებისთვის)
   • პრაქტიკა/სტაჟირება
   • პერსონალის მობილობა (ლექტორებისთვის, მკვლევრებისთვის),
   • ახალგაზრდული გაცვლები

ერაზმუს+ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ტიპები. დააკლიკეთ სურათის გასადიდებლად.
ერაზმუს+ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ტიპები. დააკლიკეთ სურათის გასადიდებლად.
მობილობის პერიოდი განსხვავებულია პროექტების მიხედვით და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან 18 თვემდე. პროგრამა ფარავს მგზავრობის, საცხოვრებლის და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.

ერაზმუს+ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ხანგრძლივობა.


პროგრამა მოიცავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. ერაზმუს+ სფეროების თვალსაზრისით მოიცავს პრაქტიკულად ყველა აკადემიურ დისციპლინას. გაცვლითი პროგრამების გარდა, ერაზმუს+ ასევე აფინანსებს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს, სტრატეგიულ პარტნიორობებს და სხვა პროექტებს.

ერაზმუს+ ფარგლებში მონაწილე ქვეყნები და სტიპენდიანტები.


პროგრამაში მონაწილეობისთვის, ენობრივი მოთხოვნების მხრივ ხშირად საჭიროა მიმღები ქვეყნის, ან უმეტესწილად, ინგლისური ენის ცოდნა, თუმცა ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი ენის კურსების გავლის შესაძლებლობა.

ერაზმუს+ ფარგლებში ქართველი სტუდენტების პროპორცია ქალაქების მიხედვით.
ერაზმუს+ ფარგლებში ქართველი სტუდენტების პროპორცია ქალაქების მიხედვით.

ეს ვიზუალიზაცია გვიჩვენებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ერაზმუს+ პროგრამაში მონაწილე სტუდენტების პროპორციას.

 

მეთოდოლოგია
მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ვიზუალიზაცია სრულად არის შესრულებული R-ის გამოყენებით. მონაცემების და კოდების ნახვა შესაძლებელია ჩვენს GitHub გვერდზე.
მონაცემების გასუფთავებისა და ანალიზისთვის მომზადების შემდგომ, გაანალიზებულია სხვადასხვა ასპექტები. მონაცემების გასუფთავების პროცესში გამოყენებული ფილტრაციის შედეგად, შესაძლოა მცირედი უზუსტობა იყოს ასახული საბოლოოდ დასახელებულ ციფრებში.
მონაცემები: Erasmus + stats | 2014-2022.


transparent-mountains.png

გსურს ჩვენთან თანამშრომლობა?

bottom of page