რამდენი ადამიანი გამოვიდა აქციაზე?

რამდენი ადამიანი გამოვიდა აქციაზე?

როგორ უნდა დავთვალოთ ხალხმრავალი შეკრებების მონაწილეთა რაოდენობაიმედის დრონზეუკეთ

ხალხმრავალი შეკრებები, საპროტესტო აქციები, დარბევები თუ სამოქალაქო ომი, რუსთაველის გამზირის ისტორიის ნაწილია. 2022 წლის 20 ივნისს იქ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთერთი ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლა ჩატარდა. თუმცა, სამართლიანობისთვის, ნაკლებ სავარაუდოა, იქ 120 000 ან 160 000 ადამიანი მდგარიყო, როგორც ეს ქართულ მედიაში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა.

მრავალათასიან შეკრებებზე მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობის დათვლა ფანტასტიკის სფეროა. ასეთ დროს, მნიშვნელობა ენიჭება არა იმდენად რიცხობრივ სიზუსტეს, არამედ გამოყენებული მეთოდების სიცხადეს, გამჭვირვალობასა და იმას, თუ რამდენად ახლოს დგას იგი რეალობასთან. ამ ვიდეოში ძალიან მარტივად და რაც მთავარია, სწორი მეთოდით არის ნაჩვენები როგორ უნდა დავითვალოთ ხალხი აქციებზე.

აქ წარმოდგენილი მეთოდი დაგვეხმარება ავაგოთ 2022 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის სივრცითი მოდელი, სიმულაცია. რა თქმა უნდა, აქაც, ზუსტ რაოდენობაზე საუბარი ზედმეტია.

სივრცითი უთანასწორობა აქციებზე

როგორც ვიდეოშია ახსნილი და რეალურ სიტუაციაში დაკვრივებებიც ცხადყოფს, მონაწილეთა მაღალი სიმჭიდროვე ყოველთვის ტრიბუნასთან ახლოს, მოვლენების ეპიცენტრშია. ხალხმრავლობა თანდათან მცირდება ცენტრიდან პერიფერიის მიმართულებით. შესაბამისად, აქციის მონაწილეები მთელ ტერიტორიას თანაბრად არ იკავებენ. “ნეტგაზეთისგამოთვლაში, რომელიც სიმჭიდროვის სამ სცენარზე იყო გათვლილი, ეს ფაქტორი არ არის გათვალისწინებული. ის მთლიან ტერიტორიას სიმჭიდროვის ერთი მაჩვენებლით ზომავს და შესაბამისად, იღებს დემონსტრანტთა დიდ რიცხვს.

სივრცეში განსახვავებული სიმჭიდროვის დაკვირვება ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორმა, ჰერბერტ ჯეიკობმსა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში აწარმოა უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტთა დემონსტრაციების გასაზომად. რამდენიმე შემთხვევაზე დაკვირვების შემდეგ, მან შეიმუშავა მეთოდი, რომელიც აახლოებს მასების დათვლას რეალურ სურათთან.

ჯეიკობსის მოდელის მიხედვით, აქციაზე დემონსტრანტების სიმჭიდროვე სამ ნაწილად შეიძლება გაიყოს:

  • მაღალი სიმჭიდროვეაქციის თითო მონაწილე იკავებს 0.23 კვ.. სივრცეს და 1კვ.ზე შეიძლება იდგეს 4-5 ადამიანი;
  • საშუალო სიმჭიდროვეაქციის თითო მონაწილე იკავებს 0.41 კვ.. სივრცეს და 1კვ.ზე შეიძლება იდგეს 2-3 ადამიანი;
  • დაბალი სიმჭიდროვეაქციის თითო მონაწილე იკავებს 0.93 კვ.. სივრცეს. დაბალი სიმჭიდროვის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია ხელი სრულად გაშალოს ნებისმიერი მიმართულებით, ისე, რომ სხვა არ შეაწუხოს. შესაბამისად, 1 ადამიანი იკავებს 1კვ.. სივრცეს.

მეთოდი

არსებობს დემონსტრაციის მონაწილეთა მიახლოებით დათვლის ონლაინ ხელსაწყოები. ამ შემთხვევაში, სივრცითი ანალიზისთვის გამოვიყენეთ გეოსაინფორმაციო სისტემა, რომელიც კიდევ უფრო ამცირებს უზუსტობას. ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმ არეალის გასაზომად, რომელიც ფიზიკურად შეეძლოთ დაეკავებინათ ადამიანებს. მაგალითად, საერთო ფართობში არ ვითვალისწინებთ განაშენიანებული გარემოს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა რუსთაველის გამზირზე არსებული შემაღლებული გამწვანების ზოლები, 9 აპრილის მემორიალი, კიბეები, შადრევნები და .. პარლამენტის მოედნის რეაბილიტაციის შედეგად ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა გამწვანებული სივრცე, თუმცა იქ დგომა სიმაღლის და დიზაინის გამო, მოუხერხებელია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გარკვეულწილად, ხალხმრავალი დემონსტრაციების შიშითაც გაკეთდა. საბოლოოდ, მთლიანი ტერიტორიის ფართობმა, დაახლოებით 36 000 კვ.. შეადგინა.

ნეტგაზეთისმიხედვით დემონსტრანტებს დაკავებული ჰქონდათ ქალაქის ცენტრალური გამზირი, მეტრო თავისუფლების მოედნის მიდამოებიდან თბილისის ოპერამდე. აქციის ზომა კარგად ჩანს დრონით (“იმედისარა, სხვა დრონით) გადაღებულ ვიდეოშიც:

თუკი ჯეიკობსის მოდელს მივყვებით, მაშინ აღნიშნული ტერიტორია უნდა გავყოთ სამ ნაწილად. შემდეგ, თითოეული მონაკვეთის ფართობს ვამრავლებთ სიმჭიდროვის შესაბამის მაჩვენებლზე და მივიღებთ თითოეულ არეალში მყოფ ადამიანთა მიახლოებულ რაოდენობას.

crowd-01

მაგალითად, მუქი ტონალობით ნაჩვენები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ყველაზე მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევა, დაახლოებით 5 000 კვ.. შეადგენს. თუკი, ვივარაუდებთ, რომ იქ საშუალოდ 4-5 ადამიანი დგას კვადრატულ მეტრზე, გამოდის რომ მხოლოდ პარლამენტის წინ მაქსიმუმ 25 000 დემონსტრანტი შეიძლება დაეტიოსცენტრიდან მოშორებით სიმჭიდროვე იკლებს. შედარებით ღია ტონალობის არეალში, შესაძლოა ჯამში 31-33 ათას ადამიანს მოეყარა თავი. ეს არეალები მოიცავს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ არსებულ ტროტუარსა და სამანქანო გზას, ხოლო მეორე მხარეს, პირველი საშუალო სკოლის, ქაშუეთის ეკლესიისა და ეროვნული გალერეის მიმდებარე ტერიტორიას, სასტუმროთბილისი მერიოტამდე“. ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვე შეინიშნება უკიდურეს პერიფერიებში. ეს არის თავისუფლების მეტროსა დათბილისი გალერიასმიმდებარე ტერიტორია და ასევე, გამზირის სავალი ნაწილი და ტროტუარი სასტუმროთბილისი მერიოტიდანოპერის შენობამდე. აქ, შესაძლოა ჯამში 18-20 ათასამდე ადამიანს მოეყარა თავი.

საბოლოოდ, 20 ივნისის აქციაზე, დაახლოებით 75 000 ადამიანმა მოიყარა თავი, ხოლო თუკი გავითვალისწინებთ ასეთი გამოთვლისას 20%-იან უზუსტობას, მაქსიმალური რიცხვი შესაძლებელია 90 000 იყოს. როგორც ვხედავთ, ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან შედარებით.

ამ მეთოდის შესახებ ქართულ საჯარო სივრცეში უკვე დაიწერა 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილისქართულმა ოცნებამთავისუფლების მოედანზე გამართა პოლიტიკაში მოსვლის აღსანიშნად მრავალათასიანი შეკრება. როგორც ამავე სტატიაში წერია, აღმოჩნდა, რომ მაშინაც დაახლოებით ამავე რაოდენობის ადამიანმა მოიყარა თავი თავისუფლების მოედანზე.

სასურველია, სამომავლოდ მედიის წარმომადგენლებმა ამ მეთოდით იხელმძღვანელონ და არ მიბაძონიმედისდრონს, რომელსაც სასურველი ნარატივის გასავრცელებლად იყენებენ პროპაგანდისტები. ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სწორი ინფორმაციის გავრცელებას და მოლოდინების მართვას.